Georgian

ალბერტ ბაბაიანი

ალბერტ ბაბაიანი

ალბერტ ბაბაიანი

მენტორი

მენტორი

AlgoUni

მე ვარ ალბერტ ბაბაიანი, Front-End Angular დეველოპერი. ბოლო სამი წლის განმავლობაში, პროგრამირება ჩემთვის დიდ ინტერესს წარმოადგენდა. ძიების პროცესში, Front-End დეველოპმენტმა განსაკუთრებული აღტაცება და სიმპათია გამოიწვია ჩემში. როდესაც წერ კოდს და გაქვს შესაძლებლობა, ეს კოდი ლამაზ ვიზუალად გარდაქმნა, რაც მომხმარებლების მოწონებას დაიმსახურებს , ეს საოცარია, არა?

დიზაინი ყოველთვის მიტაცებდა და Front-End მაძლევს საშუალებას, ჩემი ფანტაზია რეალობად ვაქციო.

Front-End დეველოპმენტის გზა, ბუნებრივია დავიწყე HTML-ის, CSS-სა და JavaScript-ის შესწავლით. შემდგომ გავიაზრე, რომ საბაზო "ხელსაწყოების" ფლობა საკმარისი არ იყო რათა კომპეტენტური დეველოპერი ვყოფილიყავი. ამიტომაც ჩემი უნარების გასაუმჯობესებლად შევისწავლე Bootstrap , SASS, SCSS. ასევე დავეუფლე TypeScript-ს. მალევე მივხვდი, რომ Front-End დეველოპმენტში აუცილებლად დამჭირდებოდა ფრეიმვორკის შესწავლა. სამუშაო ბაზრისა და უშუალოდ ფრეიმვორკების გაანალიზების შემდეგ მივხვდი რომ Angular შეესაბამებოდა ჩემს ინტერესებს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი სიღრმისეულად შესწავლა.

ამ გზის გამოვლისა და არაერთი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ,ზუსტად ვიცი თუ რაოდენ რთული და შრომატევადია ეს პროცესი. არაერთხელ დავბნეულვარ და მოტივაციაც დამიკარგავს, მაგრამ დისციპლინის საშუალებით ეს დავძლიე. ვიცი ჩემ გამოვლივ გზას კიდევ ბევრი ადამიანი გადის, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ მისი გავლა მარტო არ მოგიწევთ. მე ყველანაირად ვეცდები დაგაკვალიანოთ და მხარი დაგიჭიროთ, რათა საკუთარ მიზნებს მიაღწიოთ.

ჩემი კურსი და მომავალში დაგეგმილი ვიდეოები დაგეხმარებათ თავდაჯერებულად შეაბიჯოთ Front-End Angular დეველოპმენტში და შექმნათ თქვენი პირველი პროექტები. მე მზად ვარ ერთად შევეჭიდოთ სირთულეებს და იქიდან უფრო ძლიერები დავბრუნდეთ.

სამენტორო საათები:

ორშაბათი 19:00 - 23:00

სამშაბათი 19:00 - 23:00

ოთხშაბათი 19:00 - 23:00

ხუთშაბათი 19:00 - 23:00

პარასკევი 19:00 - 23:00

ჩემი კურსები

ჩემი კურსები

ჩემი კურსები