ბექა მაისურაძე

ბექა მაისურაძე

ბექა მაისურაძე

მენტორი

მენტორი

Eurocredit & ECOVIS

Eurocredit & ECOVIS

Eurocredit & ECOVIS

👋 მოგესალმებით, მეგობრებო

მე ვარ ბექა მაისურაძე, პროფესიით FullStack Developer და მენტორი ამავე მიმართულებით. კოკნრეტულად გახლავართ Front-End React-ის მენტორი და ასევე, NextJS-სა და NodeJS-ის კურსის ხელმძღვანელი. ამ საქმეს უკვე 2 წელზე მეტია რაც ვაკეთებ და რამდენიმე ასეულ სტუდენტთან მაქვს ნამუშევარი. უმეტესმა მათგანმა, ვინც კურსი ბოლომდე მიიყვანა საკმაოდ კარგი შედეგები დადო. ზოგიერთს ამისთვის კურსის ბოლომდე გავლაც არ დასჭირდა. მაქვს მაგალითები, როდესაც სტუდენტი დასაქმდა გერმანულ კომპანიაში(სწავლის დაწყებიდან საკმაოდ მალევე), ასევე არაერთმა მათგანმა მიიღო შემოთავაზება როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი ბაზრიდან. სწავლის მიმდინარეობისას, ბევრს აქვს აღებული Freelance პროექტი ამ მომენტშიც. ჩემი ერთერთი სტუდენტი TBC-ის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ კურსზე TOP 3-შიც მოხვდა. მოკლედ საჭიროა უბრალოდ ბოლომდე გამომყვე, თავი არ დაზოგო და წარმატება აუცილებლად მოვა 🚀🔥


გამოცდილება

ცოტაოდენი მინდა ჩემს საქმიანობასა და სტაჟზე მოგიყვეთც: სამი წელია, რაც დეველოპერი ვარ და ამ დროის განმავლობაში არაერთი განხრით მაქვს მიღებული გამოცდილება. ამიღია Freelance პროექტები, ასევე მიმუშავია დეველოპერულ კომპანიაშიც სხვადასვა სახის შეკვეთებზე. ამასგარდა, შეხება მქონია, ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფეროსთან, რაც სხვადასხვა Startup პრობლემების გადაჭრას გულისხმობს, რომელიც ხშირ შემთხვევაში დიდ გამოწვევებთან არის დაკავაშირებული მათი ინოვაციურობიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ჩემი ბოლო და საინტერესო პროექტი მოიცავდა AI ტექნოლოგიის დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესის პროცესების გასამარტივებლად, რომელიც დღემდე აქტიურად ვითარდება. აგრეთვე მიმუშავია არაერთ ERP სისტემაზე. ამჟამად AlgoUnis პარალელურად ვარ ვმუშაობ Eurocredit-ში, სადაც არაერთ დიდ პროექტში ვარ ჩართული, მათშორის რუმინულ პროექტებშიც. ასევე კონტრაქტით ვმუშაობ ერთ-ერთ გლობალურ აუდიტის კომპანიასთან, ECOVIS-თან, სადაც ვახდენ დანეგრილი სისტემის განვითარებასა და სერვერის ადმინისტრირებას. როგორც ხედავთ, ჩემი გამოცდილება საკმაოდ დიდი და მრავალმხრივია და მინდა რომ ის თქვენც გაგიზიაროთ🔥 


სამენტორო დროები

ორშაბათი: 20:00 - 23:00

სამშაბათი: 20:00 - 23:00

ოთხშაბათი: 20:00 - 23:00

ხუთშაბათი: 20:00 - 23:00

პარასკევი: 20:00 - 23:00

ეს არის ჩემს მიერ ოფიციალურად დაწესებული საათები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი საქმიანობის გამო ძირითადი დროის გატარება კომპიუტერთან მიწევს, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომწეროთ ინდივიდუალურად თუკი რაიმე კითხვა გექნებათ, რაც იმას ნიშნავს რომ მენტორის მომსახურება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიიღოთ (მათ შორის შაბათ-კვირასაც).

რას გთავაზობთ დამატებით

  1. დამატებითი ლექციები - გვექნება დამატებითი შიდა ლექციები, სადაც ძალიან საინტერესო ინფორმაციებს მოგაწვდით, რასაც შეიძლება ჩვენი კურსი არ მოიცავდეს, ვისაუბრებთ დასაქმების სტრატეგიებზე და განვიხილავთ ზოგადად ბაზარს. იუთუბის ვიდეოს ლინკი https://www.youtube.com/watch?v=Y3sy1mDoHoU&t=302s


  1. ყოველთვიური პროგრესის შეჯამება - თვეში ერთხელ ყველა სტუდენტთან ჩავნიშნავ 10-15 წუთიან ინდივიდუალურ შეხვედრას სადაც განვიხილავთ სტუდენტის ერთი თვის პროგრესს. ვისაუბრებთ სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სისუსტეებზე, რათა მალე აღმოვფხვრად ისინი.

  2. სრული Support დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებში - დაგეხმარებით LinkedIn-ისა და Github-ის მოწესრიგებაში, ასევე CV-სა და Cover Letter-ის შექმნაში, ბაზარზე არსებული უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით ჩემი უპირველესი მიზანია, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე დასაქმდეს.

  3. ინდივიდუალური მომზადება გასაუბრებისათვის - გასაუბრებაზე გასვლის წინ თქვენი სურვილის შემთხვევაში მოგამზადებთ ინდივიდუალურად კონკრეტულად იმ გასაუბრებისთვის.

  4. დამატებითი რესურები - მოგაწვდით თქვენს საჭიროებებზე მორგებულ დამატებით რესურსებსა და მასალებს

  5. დავალებების შემოწმება - ყველას ინდივიდუალურად შეგიმოწმებს დავალებებს და დაგიბრუნებთ ფიდბექებს, შემოგთავაზებთ საუკეთესო პრაქტიკებს.

  6. Mentorship დასაქმების შემდეგაც - და ყველაზე მთავარი, როდესაც დასაქმდებით, თუნდაც ჩვენი კურსით უკვე აღარ სარგებლობდეთ, მაშინაც კი გაგიწევთ დახმარებას (თავდაპირველად) სამსახურის თასქების შესრულებაში, რათა პირველ სამსახურთან ადაპტაცია სწრაფად და მარტივად შეძლოთ.


აღარ გადადო და შეუერთდი წარმატებული სტუდენტების სიას 🚀🔥

ჩემი კურსები

ჩემი კურსები

ჩემი კურსები