Oct 31, 2024

Oct 31, 2024

Programming

Programming

როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ დისტანციურად მუშაობისას

როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ დისტანციურად მუშაობისას

როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ დისტანციურად მუშაობისას

English (United States)

როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ დისტანციურად მუშაობისას

დღეს-დღეობით დისტანციური სამსახურების ზრდასთან ერთად იზრდება თავდასხმის, ინფორმაციის გაჟონვის და ა.შ. რისკებიც. ყველასთვის ძალიან კომფორტულია სახლიდა, კაფიდან ან სამყაროს სხვადასხვა წერტილიდან მუშაობა, მაგრამ ამის უსაფრთხოდ გასაკეთებლად აუცილებელია მივყვეთ გარკვეული ნაბიჯებს.

გამოიყენეთ უსაფრთხო ინტერნეტ კავშირი

ერთ-ერთი ყველაზე მარტიცი თავდაცვითი ხერხი არის დაცული ინტერნეტ კავშირის გამოყენება. ხშირად, საჯარო Wi-Fi ყველასთვის წვდომადია და თანაც უპაროლო, რაც ზრდის ინფორმაციის მოპარვის რისკს. ერთი და იმავე ქსელში მყოფ თქვენ და თავდამსხმელს შორის ხშირად დაშორება მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მათ შეუძლიათ მარტივად გადაიჭირონ ინტერნეტით კავშირი და სენსიტიურ ინფორმაციაზე მიიღონ წვდომა. რა შეიძლება იყოს ამისგან დაცვის მექანიზმი?! შეეცადეთ, რომ ინტერნეტთან დაკავშირების შემდეგ პირველ რიგში ჩართოთ ეგრედ წოდებული VPN, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დაშიფრულად მიმოცვლას. ამას გარდა, დააკვირდით URL-ს და თუ კი იქ HTTP თავსართი არის ნაჩვენები HTTPS-ის ნაცვლად არ გამოიყენოთ.

განაახლეთ მოწყობილობის Software

ხშირად, როდესაც მოწყობილობას გარკვეული სახის მოწყვლადობის პოვნა ხდება გამოდის განახლება. რა მოხდება თუ არ მივაქცევთ ამას ყურადღებას?! კომპანიები ხშირად აზიარებენ ინფორმაციას თუ რა გამოასწორეს კონკრეტულ ვერსიაში, აქედან გამომდინარე თავდამსხმელს შეიძლება წარმოდგენა გაუჩნდეს რა მოწყვლადობა არსებობდა ძველ ვერსიაში და მის გამოყენებას შეეცდება.
აუცილებელია არა მარტო მოწყობილობის არამედ აპლიკაციების განახლებაც.

ძლიერი და უნიკალური პაროლები

ყოველთვის შეეცადეთ გამოიყენოთ კომპლექსური და გრძელი პაროლები, რაც შეიძლება უნიკალური და თქვენგან დამოუკიდებელი. Defences for Remote workers 3 თავდამსხმელს ღია წყაროებში ინფორმაციის მოპოვებით საკმაოდ მარტივად შეუძლია თქვენ შესახებ მოიძიოს გარკვეული ინფორმაცია, მაგ: დაბადების თარიღი, ოჯახის წევრების ან შინაური ცხოველის სახელები, საყვარელი ადგილები, და ამ ინფორმაციის საშუალებით შექმნას პოტენციური პაროლების სია.
რეკომენდირებულია გამოიყენოთ მინიმუმ 12 დიდი და პატარა ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების კომბინაცია. ეს რაღათქმაუნდა ჯერ-ჯერობით, ხოლო როდესაც კვანტური კომპიუტერები შემოვა ხმარებაში, აუცილებელი იქნება მეტი კომპლექსურობა.

თავი აარიდეთ “Phishing” მეილებს

“Phishing”-ი ყველაზე გავრცელებული შეტევაა. ამ დროს თავდამსხმელი ლეგიტიმურ მეილს მიმსგავსებულს აგზავნის, რაც რეალურობის შთაბეჭდილებას ტოვებს და ხშირად ხდება სენსიტიური ინფორმაციის გაზიარება ან უარესი, მავნე ფაილის ჩაწერა.
ამის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია, მეილის გამომგზავნის, ლინკის და მიბმული ფაილის გადამოწმება. თქვენ კი შედარებით, რომ გაივარჯიშოთ Defences for Remote workers 4 გთზავაზობთ “Phishin”-ის ქუიზს, რომელიც ცნობიერებას აამაღლებს ამ თემაზე. https://phishingquiz.withgoogle.com/

მოწყობილობების ფიზიკური უსაფრთხოება და Backup-ების შენახვა

თუ კი უცხო გარემოში ხართ არასდროს დატოვოთ ლეპტოპი, ტელეფონი ან სხვა “დევაისი” ჩართულ მდგომარეობაში, აუცილებლად დალოქეთ და უკან დაჯდომისას შეამოწმთ რაიმე სახის მოწყობილობა ხომ არაა მიერთებული, ეგრედ წონედუბი “ფლეშკა”, კაბელი ან სხვა.
ამასთან აწარმოეთ Backup-ები რათა მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში მოახერხოთ მისი აღდგენა.