Syllabus
კვირა 1: შესავალი ანგულარში / TypeScript-ის გაცნობა
კვირა 2: Angular-ის პირველი პროექტი
კვირა 3: დირექტივები & Pipe
კვირა 4: დეკორატორი & Component Life Cycle Hooks
კვირა 5: Services & Dependency Injection
კვირა 6: Observable
კვირა 7: Signals
კვირა 8: როუტინგი
კვირა 9: Routing Guards
კვირა 10: Template Driven Forms
კვირა 11: Reactive Forms
კვირა 12: HTTP მოთხოვნები
About the course
What to expect? 🤔
Angular არის Google-ის მიერ შექმნილი JavaScript-ის ფრეიმვორკი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. მისი გამოყენებით შესაძლებელია მოქნილი, სწრაფი და უსაფრთხო ვებ აპლიკაციების შექმნა.
Angular-ის საფუძვლიანად შესწავლა მნიშვნელოვანია თანამედროვე და მძლავრი ვებ აპლიკაციების შესაქმნელად. ეს კურსი მიზნად ისახავს Angular-ის ფუნდამენტების სიღრმისეულად სწავლებას.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:
Angular-ის ძირითადი კონცეპტების ღრმა ცოდნა, როგორებიცაა: კომპონენტები, დირექტივები, სერვისები, Dependency injection, Routing და Angular-ის სხვა არქიტექტურული მახასიათებლები.
TypeScript-ის პროგრამირების ენის საფუძვლების სრული გაცნობა და უნარი დამოუკიდებლად იმუშაოს Angular და სხვა TypeScript-ბაზირებულ ტექნოლოგიებზე.
Angular CLI-ის გამოყენება პროექტის შესაქმნელად, დეველოპმენტისთვის და დეპლოიმენტისთვის.
ერთგვერდიანი (SPA) აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობის უნარი Angular-ის გამოყენებით.
RxJS რეაქტიული პროგრამირების ბიბლიოთეკის გამოყენება, Observable-ების მართვა, ოპერატორების და Subject-ების გამოყენება.
Angular-ის ფორმების მოდულის (Template-driven და Reactive Forms) ცოდნა და ვალიდაციის კონტროლი.
HTTP კლიენტის ცოდნა და სერვერთან კომუნიკაცია მონაცემთა მიღება/გაგზავნისთვის.
Routing-ის კონფიგურაცია.
Angular-ის არქიტექტურული პატერნების, best practices-ებისა და კარგი პროგრამირების სტილის გამოყენება.
ამრიგად, კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი მზად იქნება დამოუკიდებლად აიწყოს Angular აპლიკაციები და გააგრძელოს თავისი განვითარება front-end დეველოპერის კარიერაზე.























