
გიორგი ქიბიშაური
Adgeeks
ჩემი კურსები
ჩემს შესახებ
გამარჯობა, მე გიორგი ქიბიშაური ვარ, გრაფიკული დიზაინის ლექტორი.
ამ სფეროში მაქვს 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება და ამჟამად კომპანია Adgeeks-ში ვმუშაობ. პარარელურად ვმუშაობ მოკლევადიან პროექტებზე. ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მემუშავა სხვადასხვა ტიპის ბიზნესებთან და ინდუსტრიებთან. ჩემი სპეციალიზაცია საკმაოდ მრავალმხრივია: ვქმნი სოციალური მედიის პოსტერებს, ვებ ბანერებს, ლოგოებსა და ბრენდინგს. ასევე, ვმუშაობ Motion დიზაინის, HTML5 დიზაინისა და UI/UX დიზაინის მიმართულებით, რაც მაძლევს საშუალებას ნამუშევარს შევხედო არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ფუნქციონალურადაც. მოკლედ, ჩემი საქმიანობა მოიცავს ვიზუალური კომუნიკაციის თითქმის ყველა ასპექტს, დაწყებული მარტივი პოსტერებიდან, დამთავრებული ანიმირებული ბანერებით.
ტექნიკურ ნაწილში ვიყენებ ინდუსტრიის სტანდარტად ქცეულ პროგრამებს: Adobe Photoshop, Illustrator, After Effects და Google Web Designer.
სწავლებისას ჩემი მთავარი მიზანია სტუდენტებს გადავცე დიზაინის ფუნდამენტური ცოდნა, რომელიც აუცილებელია ამ სფეროში კარიერის დასაწყებად. აქცენტს ვაკეთებ არა მხოლოდ პროგრამების შესწავლაზე, არამედ დიზაინის ფსიქოლოგიასა და თეორიაზე, რათა შევქმნათ ვიზუალი, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიკურია, არამედ ორიენტირებულია კონვერტაციასა და ბიზნეს შედეგებზე.