Georgian

ლაშა კაჭკაჭიშვილი

ლაშა კაჭკაჭიშვილი

ლაშა კაჭკაჭიშვილი

მენტორი

მენტორი

AlgoSoft

მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ლაშა კაჭკაჭიშვილი. უკვე დიდი ხანია რაც მენტორად ვარ და ძალიან მსიამოვნებს, როცა ხალხს ვეხმარები პრობლემის გადაჭრაში, თან როცა უყურებ თუ როგორ ვითარდება ადამიანი 0-დან და ახერხებს წარმატების მიღწევას, სიხარულის განცდას ტოვებს. მეც ამიტომ შემიყვარდა მენტორობა.

თუმცა თავიდანვე მენტორად არ იბადები და რაღაც გზა გაქვს გასავლელი, რთული გზა მცირე წარმატებამდე. ბევრ თქვენგანს უფიქრია პროგრამირების სწავლა, თუმცა მაინც შიში აბრკოლებს. შიში იმისა, რომ ვერ ისწავლის. მის გონებაში პროგრამირების ხსენებაზე 1 ფიქრი ტრიალებს: "პროგრამისტი რომ გახდე ძალიან ჭკვიანი უნდა იყო და მათემატიკა კარგად გამოგდიოდეს, და მე არც სათანადოდ ჭკვიანი ვარ და არც მათემატიკა გამომდის". ეს რათქმაუნდა მითია და რეალობას არ შეესაბამება.

პროგრამირება ბითკემპის პროგრამიდან გავიარე. საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო. რამდენიმე თვის მერე  ნელნელა სივის გაგზავნაც დავიწყე. ერთ სტარტაპს სჭირდებოდა junior Front დეველოპერი და  უნდოდა შერჩევა. გასაუბრების და დავალებების შემდეგ Front-ed დეველოპერად მე ამირჩიეს. აი ასე , პირველი ჩემი სამსახური. ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა  მენტორად მემუშავა, რადგან მიყვარს ხალხის დახმარება, სულ სხვა ემოციას გრძნობ და პროცესი გსიამოვნებს. ყოველდღიურად ახალ ახალ რაღაცეებს ვსწავლობ, ლექციებს ვატარებ. ვერასდროს ვიფიქრებდი ადრე  მყოფი სტუდენტი რომ ჩავატარებდი ლექციებს სხვა სტუდენტებისთვის, თუმცა ასეა.

გადის დრო და ვფიქრობ რომ ბექენდში უფრო მხიბლავს საკუთარი თავი, იქ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, შიდა ლოგიკის წერა, რომელსაც მომხმარებელი ვერ ხედავს, თუმცა მთავარი საყრდენია ვებ აპლიკაციების და ამავდროულად პროცესიც გსიამოვნებს. დავუთმე დრო ბექენდ ტექნოლოგიის შესწავლას და Full-Stack დეველოპერიც გავხდი (კოდის წერა როგორც Front-ში, ასევე Back-ში) ამიტომაც AlgoUni-ში C#-ის პროგრამირების კურსსაც ვთავაზობთ სტუდენტებს, ასევე მის გაგრძელებას (.Net Core ).

სამენტორო დროები

ორშაბათი: 19:00 - 23:00

სამშაბათი: 19:00 - 23:00

ოთხშაბათი: 19:00 - 23:00

ხუთშაბათი: 19:00 - 23:00

პარასკევი: 19:00 - 23:00

ზოგი სტუდენტი პარალელურად მუშაობს, ამიტომაც ეს დრო უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იქნება. ასევე გთავაზობთ დამატებით ლექციებს ჯავასკრიპტზე - ლაივ კოდინგი და ცოცხალი კითხვა პასუხი ყოველ კვირას საღამოს. ჩემს მიერ ჩატარებული ლექცია 'ჯავასკრიპტი რეალურ ცხოვრებაში' და ჩემ ვორქშოფი, სახელწოდებით "C#-ის უპირატესობები პროგრამირების სამყაროში"

ჩემი კურსები

ჩემი კურსები

ჩემი კურსები