
მალხაზ ცაგარელი
Tera Bank
ჩემი კურსები
ჩემს შესახებ
მე ვარ მალხაზ ცაგარელი, Business Intelligence Developer და Power BI-ის მენტორი. მაქვს 2+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა ანალიზსა და რეპორტინგში, რომლის განმავლობაში მომიმუშავია სხვადასხვა სფეროებსა და ინდუსტრიებში, როგორებიცაა სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესი (ORBI Group), ჯანდაცვა და ჰოსპიტლები(EVEX , American Hospital), აუდიტი და კონსულტაციები(Ecovis Georgia), იკომერსი(Prime Compliance Limited), მიკროსაფინანსო და საბანკო სექტორი(EuroCredit, Tera Bank).
ამჟამად ვმუშაობ ტერა ბანკში Business Intelligence Developer პოზიციაზე, სადაც Power BI-ის მეშვეობით ვახდენ მონაცემების ზუსტ და სწორ დამუშავებას,მოდელების შექმნას და ვიზუალიზაციების აწყობასა და რა თქმა უნდა, მენეჯმენტისთვის წარდგენას.
რას ვაკეთებ კომპანიებისთვის:
მთლიანი BI სისტემის დანერგვა– მონაცემთა წყაროების დაკავშირება, სუფთა არქიტექტურის შექმნა, მოდელირება, დეშბორდების აწყობა და ავტომატიზაცია.
ETL პროცესები და მონაცემთა დამუშავება – Power Query (M), SQL და Python-ის დახმარებით.
მონაცემთა მოდელირება – სწორი სტრუქტურის შექმნა მაღალი ეფექტიანობისთვის.
ვიზუალიზაცია – ისეთი რეპორტებისა და დეშბორდების აწყობა, რომლებიც მენეჯმენტს რეალურ ღირებულებას აძლევს.
ავტომატიზაცია და ინტეგრაცია – Refresh პროცესები, Power BI Service-ზე გამოქვეყნება, უსაფრთხოების და გაზიარების სისტემები.
რატომ ვასწავლი Power BI-ს?
Power BI-ის ცოდნამ საშუალება მომცა დავხმარებოდი მრავალ კომპანიას პროცესების ოპტიმიზაციასა და რესურსების დაზოგვაში. პარალელურად, უკვე გავუზიარე ცოდნა 10-ზე მეტ ინდივიდს და რამდენიმე ჯგუფს სხვადასხვა კომპანიაში. ჩემი ტრენინგები აგებულია რეალურ ბიზნეს ქეისებზე – სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ ინსტრუმენტის გამოყენებას, არამედ იმასაც, როგორ გადაჭრან ყოველდღიური ბიზნეს ამოცანები.
დღეს საქართველოში Power BI სწრაფად ვითარდება და ხდება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ანალიტიკური ინსტრუმენტი. სწორედ ამიტომ, ახლა არის საუკეთესო დრო მის შესასწავლად. სწორი მიდგომით ეს ცოდნა ყველასთვის გახდება ძლიერი კარიერული უპირატესობა.