ჩემს შესახებ
გახდი დეველოპერი ჩემთან ერთად!
გამარჯობა, მე ვარ ნოდო – და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით დაგეხმარები, რომ გახდე პითონის და ვებ დეველოპმენტის სპეციალისტი
ცოტა ჩემს შესახებ
პირველად პითონს შევეხე რამდენიმე წლის წინ, როცა მონაცემთა ანალიზსა და ავტომატიზაციაში ვიყავი ჩართული, და შემდეგ გადავწყვიტე პროგრამირება ჩემს პროფესიად მექცია. დღეს ვმუშაობ Advanced Data Engineer-ად საქართველოს ბანკში და ყოველდღიურად ვწერ კოდს, რომელიც ათასობით მომხმარებლის მონაცემს ამუშავებს. მიყვარს ცოდნის გაზიარება და უკვე ძალიან ბევრ სტუდენტს დავეხმარე პროგრამირების გზაზე. ჩემი მიზანია, რომ არც შენ იგრძნო თავი მარტო და თანდათან დამოუკიდებელი დეველოპერი გახდე.
რატომ უნდა ისწავლო პროგრამირება?
დღეს ტექნოლოგიური რევოლუცია ჩვენს თვალწინ ხდება — ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, დიდი მონაცემები. პითონი არის ენა, რომელიც ყველაფერშია და თან უმარტივესია:
- ხელოვნური ინტელექტი
- მონაცემთა მეცნიერება
- ვებ აპლიკაციები
- სამეცნიერო გამოთვლები
პროგრამირების ცოდნა გახდის შენს შესაძლებლობებს შეუზღუდავს – შეგიძლია დაუკავშირო სხვა პროფესიასაც და შექმნა სრულიად ახალი კარიერული გზა.
რას მიიღებ ჩემგან
ამოცანების სწორად გააზრება და ეფექტური პრობლემების გადაჭრის უნარი
სწორი და პროფესიონალური კოდის წერის კულტურა
ყოველდღიური დახმარება და პირადი მენტორის მხარდაჭერა
რეალური პროექტებით პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარება CV-ისა და პორტფოლიოს შექმნაში
ჩემი დროები
| დღე | დრო |
| ------------- | --------------- |
| ორშაბათი | 20:00 - 00:00 |
| სამშაბათი | 20:00 - 00:00 |
| ოთხშაბათი | 20:00 - 00:00 |
| ხუთშაბათი | 20:00 - 00:00 |
| პარასკევი | 20:00 - 00:00 |
თუ მზად ხარ, მოდი ერთად დავიწყოთ!შენ უნდა მოიტანო მხოლოდ მოტივაცია – დანარჩენს მე მოგაწვდი.