თემურ ცუცქირიძე

თემურ ცუცქირიძე

თემურ ცუცქირიძე

მენტორი

მენტორი

EuroCredit & AlgoSoft

EuroCredit & AlgoSoft

EuroCredit & AlgoSoft

👋სალამი, მეგობრებო

მე ვარ თემური ცუცქირიძე, Front-End React-ის მენტორი, Javascript და React Native კურსის ხელმძღვანელი და Full-Stack დეველოპერი. სტუდენტებს 2 წელზე მეტია რაც ვმენტორობ. 400-ზე მეტ სტუდენტთან მიმუშავია, ამიტომ დიდი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა ამ განხრით. ამ დროის განმავლობაში საკმაოდ პროდუქტიული ურთიერთობა მქონდა სტუდენტებთან - ვინც ბოლომდე გაიარა კურსი და ბოლომდე გამომყვა უმეტესობა უკვე დასაქმდა ამ მიმართულებით, რამდენიმეს freelance პროექტებიც აქვთ აღებული და მათზე მუშაობენ. სტუდენტებს დავხმარებივარ სხვადასხვა დიდ კომპანიაში (TBC, Swift...) სტაჟირების დაწყებაში. პირადად ჩემი რეკომენდაციითაც დასაქმებულან დიდ კომაპნიებში. ზოგ სტუდენტს სწავლის პროცესშივე დაუწყია მუშაობა და ამჟამადაც ვეხმარები მათ პირველი ტასკების შესრულებაში. ამიტომ თუ მოინდომებ და ბოლომდე გამომყვები, დიდ ნაბიჯს გადადგავ წარმატებისკენ 🔥


გამოცდილება

მენტორობის გარდა 2 წელზე მეტია რაც დეველოპერი ვარ. ამჟამად ვმუშაობ FullStack დეველოპერად EuroCredit-ში, სადაც რამდენიმე დიდ პროექტზე ვარ კონცენტრირებული, მათ შორის რუმინულ პროექტებზეც ვმუშაობ. ასევე გამოცდილება მქონია ლოკალურ და გლობალურ freelance პროექტებთანაც. ამ ყველაფრის პარალელურად ჩართული ვარ დეველოპერულ კომპანია AlgoSoft-ში, სადაც შეკვეთებს ვიღებ როგორც ვების, ასევე მობაილის განხრითაც. ზემოთ ჩამოთვლილზე უფრო საინტერესო რაცაა ჩემთვის, ესაა სტარტაპები, რომლებიც გარკვეულ პრობლემებს ჭრიან. ამჟამად ვმუშაობ CashFlow-ზე, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს ბიზნესის მფლობელისთვის ნებისმიერ დროს. ამ სტარტაპში ასევე გამოყენებული იქნება AI და BlockChain.

თავად თვითნასწავლი ვარ, მენტორი არასდროს მყოლია და პლუს ამდენ სტუდენტთან ურთიერთობის შემდეგ ძალიან კარგად ვიცი, რა შეიძლება უჭირდეს დამწყებ დეველოპერს პირველი ნაბიჯების გადადგმისას. ჩემთან ერთად სწავლის შემთხვევაში გიჩვენებთ გზას რომელიც გაქცევთ ჯუნიორ დეველოპერად, მოგცემთ მოტივაციას, დაგეხმარებით ნებისმიერი პრობლემისა და სირთულის გადალახვაში, იქნება ეს ტექნიკური, კოდის შესახებ თუ ემოციური, დაკავშირებული ამ საქმის სირთულეებთან და რაც ყველაზე მთავარია, დაგეხმარებით დამოუკიდებელ დეველოპერად ჩამოყალიბებაში. ჩემი მთავარი მიზანია, მიხვიდეთ იმ დონემდე, როდესაც უკვე ჩემი დახმარება აღარ დაგჭირდებათ. 🔥

სამენტორო დროები

ორშაბათი: 20:00 - 23:00

სამშაბათი: 20:00 - 23:00

ოთხშაბათი: 20:00 - 23:00

ხუთშაბათი: 20:00 - 23:00

პარასკევი: 20:00 - 23:00

🔴🔴ჩემს მიერ მითითებული ოფიციალური საათების გარდა გიმენტორებთ არასამენტორო საათებში ყოველ-დღე (შაბათ-კვირის ჩათვლით), მოგწერთ ჩატში, საჭიროების შემთხვევაში დამატებით გასაუბრებებსაც ჩავნიშნავთ სამენტორო საათების გარეთ, რათა თქვენი პროგრესი ბევრად სწრაფი და ყოველდღიური გახდეს🔴🔴


დამატებითი შეთავაზებები და ბენეფიტები

  1. დამატებითი ლექციები - დამატებითი ლექციები ძირითადად სტუდენტებისთვის მაქვს მინდობილი. თუ სტუდენტმა რაიმე თემა ვერ გაიგო და კიდევ სურს სხვა გზითა და მაგალითებით თეორიული თუ პრაქტიკული ლექციის მოსმენა, ჩავუტარებ და უფრო დეტალურად ავუხსნი გაუგებარ სკითხებს. ჩემი ინიციატივითაც ჩატარდება ხოლმე ლექციები, რათა სტუდენტებმა ისწავლონ საუკეთესო მიდგომები და პრაქტიკები. გიზიარებთ ერთ-ერთ დამატებით ლექციას, სადაც ვსაუბრობ, თუ რა კავშირია საიტის აწყობისას Front-End-სა და Back-End-ს შორის, ასევე ვისაუბრებ იუზერების ავთენტიფიკაციაზეც. რაღაცები შეიძლება ჯერ-ჯერობით გაუგებარი იყოს თქვენთვის, მაგრამ ჩვენთან სწავლის პროცესში ყველაფერში გაგარკვევთ ❤️‍🔥

  2. პროგრესის შეჯამება - გარკვეულ პერიოდში ერთხელ გვექნება შემაჯამებელი გასაუბრება, სადაც გავივლით ნასწავლ თემებს, დაგისვამთ კითხვებს და გავარკვევთ რამდენად კარგად გაქვთ გააზრებული ესა თუ ის საკითხი. ზოგჯერ შეიძლება გეგონოთ რომ რაღაც გაიგეთ, მაგრამ ამ გამოკითხვისას შევამჩნიოთ, რომ უფრო მეტი სამუშაო გაქვთ. მსგავსი სახის გასაუბრებები სუპერ პროდუქტიული იქნება თქვენი პროგრესისთვის.

  3. Job Searching - როდესაც უკვე დაგიგროვდებათ საკმარისი ცოდნა და პროექტებიც გექნებათ გაკეთებული, დაგეხმარებით Job Seaching-ში. ცალკე პროფესიასავითაა, ბევრი დეველოპერი ამ დროს განვითარებასაც კი წყვეტს და მთლიანად სამსახურის ძებნითაა დაკავებული. თუმცა მე მიგითითებთ რა პლატფორმები და ხრიკები გამოიყენოთ ამ პროცესის გასამარტიველბად.

  4. დახმარება დასაქმებისთვის საჭირო აქტივობებში - ეს ყოველივე უმნიშვნელოვანესია სამსახურის დასაწყებად, აქტიური LinkedIn და GitHub ექაუნთი და ორგანიზებული CV, Cover Letter საშუალებას მოგცემთ უფრო გამორჩეული იყოთ დამსაქმებლისთვის.

  5. კვირის დაგეგმვა - სტუდენტის სურვილის შემთხვევაში ერთად დავგეგმავთ მომავალ კვირას - რა რესურსებს უნდა გაეცნოს, რა დავალებები თუ პროექტები გააკეთოს და ა.შ. საჭიროებისამებრ მოგაწოდებთ დამატებით რესურსებსა და სავარჯიშოებს.

  6. დამატებითი რესურსები და დავალებები - ზოგჯერ სტუდენტი ატყობს, რომ რაღაც საკითხში უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. მაგ დროსაც დაგეხმარებით და დამატებით სავარჯიშოებს მოგაწოდებთ, რომ უფრო დაიხვეწოთ.

  7. დავალებების შემოწმება - შეგიმოწმებთ დავალებებს და დაგიბრუნებთ ფიდბექებს. შეიძლება დავალება სწორად გქონდეთ დაწერილი, მაგრამ მე მაინც მიგითითებთ ხოლმე უკეთეს პრაქტიკებზე.

  8. მენტორშიპი დასაქმების შემდეგ - როდესაც დასაქმდებით და უკვე გაუქმებული გექნებათ სამენტორო სერვისი, მაშინაც დაგეხმარებით პირველი ტასკების შესრულებაში. ან თუნდაც გასაუბრება გქონდეთ, საჭირო რესურსებს მოგაწვდით გასაუბებისთვის მოსამზადებლად.


🚀🔥მოკლედ, ძალიან მაგარ სასწავლო გარემოს გიმზადებთ, ამიტომ რაღას უცდი, შემომიერთდით🔥❤️‍🔥

ჩემი კურსები

ჩემი კურსები

ჩემი კურსები