JavaScript | თავი 3
ციკლები - loops
როდესაც გვინდა, რომ რაიმე სახის კონკრეტული ფუნქციონალი რამდენჯერმე გავამეოროთ, მაშინ ვიყენებთ ლუპებს. მაგალითად, როცა გვინდა, რომ გამოვაკონსოლოთ ლუწი რიცხვები 0-დან 20-ის ჩათვლით, არაა საჭირო console.log-ის რამდენჯერმე გამოყენება - მას უბრალოდ ლუპში ჩავსვავთ და ფუნქციონალს გავამეორებთ.
while loop
როცა გვინდა რომ რაიმე ფუნქციონალი განხორციელდეს მანამ სანამ კონკრეტული არის ჭეშმარიტი, ვიყენებთ while ციკლს:
პირობაში უნდა გვქონდეს ისეთი გამოსახულება, რომელიც რაღაც მომენტში შეიცვლება და გახდება false, რათა ლუპი შეჩერდეს და არ გვქონდეს უსასრულო ციკლი.
do while loop
while ციკლისგან განსხვავებით, რომელიც ჯერ ამოწმებს და მერე აკეთებს, do while ლუპი ჯერ აკეთებს და მერე ამოწმებს პირობას:
do while ყველაზე ხშირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთ ამოცანებში, სადაც მომხმარებელს კითხვას ვუსვავთ, იმიტომ რო ჯერ უნდა დავსვათ კითხვა და მერე შევამოწმოთ პასუხი:
while vc do while meme
for loop
for ციკლიც გამოიყენება ფუნქციონალის რამდენჯერმე გასამეორებლად, უბრალოდ კოდის რა ნაწილებსაც ვიყენებდით while-ის ან do while-ის გარეთ, ყველაფერი თავსდება for ციკლში. მრგვალ ფრჩხილებში ჩაწერილი კოდი იყობა სამ ნაწილად - ინიციალიზაცია ანუ ცვლადის შექმნა, პირობა და იტერაცია(ხშირ შემთხვევაში ინკრიმენტი):
break
ციკლის გაჩერება შეგვიძლია break-ით:
break შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე while და do while ლუპებშიც, ისევე როგორც შემდეგი keyword.
continue
ციკლის იტერაციის გამოსატოვებლად გამოიყენება continue:
კოდის მოკლდე ჩაწერის ხერხები
number = number + 2 - როცა გვინდა, რომ ცვლადს დავუმატოთ რაიმე რიცხვი, ამ ცვლადის ორჯერ დაწერა არაა საჭირო, მოკლედ ასეც შეიძლება - number += 2. სხვა მათემატიკურ ოპერაციებზეც მსგავსად იმუშავებს (+=, -=, *=, /=)
თუ გვინდა რომ ცვლადის მნიშვნელობა გავზარდოთ ერთით ან შევამციროთ ერთით, შეგვიძლია გამოვიყენოთ ++(ინკრიმენტი) და --(დეკრიმენტი), მაგალითად:
თუ პირობითი ოპერატორის ტანი ანუ ფუნქციონალის ნაწილი ერთხაზიანი, შეგვიძლია დავწეროთ პირობის შემდეგ იგივე ხაზზე: