თავი 3 | ციკლები, სია, ლექსიკონი, სეტი, tuple

ლექცია

სემინარი

ლექცია

სემინარი

ლექცია

სემინარი

Why should you learn at algouni?

Why should you learn at algouni?

Why should you learn at algouni?

რა არის ციკლი (Loop)?

ციკლი არის კოდის ნაწილის განმეორებით შესრულების მექანიზმი, რომელიც პროგრამირების ენაში გამოიყენება დროის და რესურსების დაზოგვისთვის.

Python-ში ორი ძირითადი ციკლია for და while:

for loop: გამოიყენება კოლექციების (მაგალითად, სიების, სტრინგების ან დიაპაზონის) ელემენტებზე გადასვლისთვის.

numbers = [1, 2, 3, 4, 5]
for num in numbers:
    print(num)
# შედეგი:
# 1
# 2
# 3
# 4
# 5

while loop: კოდის ნაწილის შესრულებას აგრძელებს მანამ, სანამ მოცემული პირობა ჭეშმარიტია.

n = 0
while n < 5:
    print(n)
    n += 1
# შედეგი:
# 0
# 1
# 2
# 3
# 4

range() ფუნქცია:

range() საშუალებას გვაძლევს შევქმნათ დიაპაზონი რიცხვების.

for i in range(1, 6):  # 1-დან 5-მდე
    print(i)
# 1
# 2
# 3
# 4
# 5

range() ფუნქციას შეუძლია მიიღოს 3 პარამეტრი, დიაპაზონის დასაწყისი, დასასრული და ბიჯი. მაგალითად

for i in range(1, 6, 2):  # 1-დან 5-მდე
    print(i)

# 1
# 3
# 5

break და continue:

  • break წყვეტს ციკლს.

  • continue გადადის ციკლის შემდეგ იტერაციაზე.

for i in range(5):
    if i == 3:
        break
    print(i)
# შედეგი: 0, 1, 2

for i in range(5):
    if i == 2:
        continue
    print(i)
# შედეგი: 0, 1, 3, 4

რა არის სია (List)?

სიები Python-ში არის მონაცემთა სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება ელემენტების კოლექციის შესანახად. მასში შეგვიძლია შევინახოთ ნებისმიერ ტიპის მონაცემები, მებისმიერი რაოდენობით.

my_list = [1, "hello", 3.5, True]
print(my_list[1])  # "hello"

სიის ძირითად ფუნქციები:

  • append(): ახალი ელემენტის დასამატებლად.

  • remove(): ელემენტის წასაშლელად.

  • sort(): ელემენტების დასალაგებლად.

  • pop(): ელემენტის ამოსაღებად კონკრეტული პოზიციიდან ან ბოლო ელემენტიდან.

  • len(): ელემენტების რაოდენობის მისაღებად.

nested სიები:

Python-ში სიების შიგნით შეგვიძლია შევინახოთ სხვა სიები.

nested_list = [[1, 2], [3, 4]]
print(nested_list[0][1])  # 2

რა არის ლექსიკონი (Dictionary)?

ლექსიკონი არის მონაცემთა სტრუქტურა, რომელიც შეინახავს წყვილებს key : value, გასაღები: მნიშვნელობა ფორმატში. გასაღებები უნიკალური უნდა იყოს, ხოლო მნიშვნელობები შეიძლება განმეორდეს.

my_dict = {"name": "Nodar", "age": 36, "is_programmer": True}
print(my_dict["name"])  # "Nodar"

ლექსიკონის ძირითად ფუნქციები:

  • keys(): ყველა გასაღების ჩამონათვალისთვის.

  • values(): ყველა მნიშვნელობის ჩამონათვალისთვის.

  • items(): წყვილების ჩამონათვალისთვის.

  • get(): გასაღების მნიშვნელობის მისაღებად.

nested ლექსიკონები

Python-ში ლექსიკონების შიგნით შეგვიძლია შევინახოთ სხვა ლექსიკონები.

employees = {
    "John": {"role": "manager", "age": 40},
    "Alice": {"role": "developer", "age": 25}
}
print(employees["Alice"]["role"])  # "developer"

რა არის Set?

Set არის მონაცემთა სტრუქტურა, რომელიც ინახავს უნიკალურ ელემენტებს და არ ინახავს დუბლიკატებს.

my_set = {1, 2, 3, 4, 2, 1}
print(my_set)  # {1, 2, 3, 4}

მრავალის ძირითად ფუნქციები:

  • add(): ელემენტის დასამატებლად.

  • remove(): ელემენტის წასაშლელად.

  • union(): ორის ან მეტი მრავალის გაერთიანებისთვის.

  • intersection(): საერთო ელემენტების პოვნისთვის.

რა არის ტუპლი (Tuple)?

ტუპლი არის მონაცემთა სტრუქტურა, რომელიც სიის მსგავსად ელემენტებს ინახავს, მაგრამ ტუპლი ცვალებადი არ არის (immutable) ანუ არ არის შესაძლებელი მასში რომელიმე ელემენტი ან შევცვალოთ, ან დავამატოთ ან წავშალოთ.

my_tuple = (1, 2, 3, "hello", True)
print(my_tuple[3])  # "hello"

რატომ უნდა გამოვიყენოთ ტუპლი?

  • ის უფრო სწრაფია, ვიდრე სია.

  • შეიძლება გამოვიყენოთ როგორც გასაღებები ლექსიკონში.

  • იცავს მონაცემებს შემთხვევითი ცვლილებებისგან.

ციკლების გამოყენება მონაცემთა სტრუქტურებთან

Python-ში ციკლებს ხშირად ვიყენებთ სიებთან, ლექსიკონებთან, მრავალთან ან ტუპლებთან მუშაობისას.

# სიის ციკლი
for item in [1, 2, 3]:
    print(item)

# ლექსიკონის ციკლი
my_dict = {"a": 1, "b": 2}
for key, value in my_dict.items():
    print(f"{key}: {value}")

# set ციკლი
for item in {1, 2, 3}:
    print(item)

# ტუპლის ციკლი
for item in (1, 2, 3):
    print(item)