თავი 1 | შესავალი C# - ში, ცვლადები, კონსოლ მეთოდები

ლექცია

სემინარი

ლექცია

სემინარი

ლექცია

სემინარი

რესურსები

რესურსები

რესურსები

კვირა 1 - შესავალი C#-ში

რა არის პროგრამირება?

პროგრამირება არის პროცესი, რომლის დროსაც კომპიუტერს ვაძლებთ გარკვეულ ინსტრუქციებს კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად.

ვინ არის პროგრამისტი?

პროგრამისტი არის ადამიანი, რომელიც ქმნის კომპიუტერულ პროგრამებს პროგრამირების ენი გამოყენებით. მათ ასე უწოდებენ Software Developer-ებს ან Software Engineer-ებს.

რა არის პროგრამირების ენა?

პროგრამირების ენა არის ფორმალური ენა, რომელიც გამოიყენება კომპიუტერთან კომუნიკაციისთვის. მისი მეშვეობით, პროგრამისტები წერენ ინსტრუქციებს, რომლებსაც კომპიუტერი ასრულებს სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. პროგრამირების ენებს აქვთ საკუთარი სინტაქსი და წესები, რაც განსაზღვრავს, როგორ უნდა დაიწეროს კოდი და როგორ შეასრულოს ის კომპიუტერმა.

კომპიუტერის ენა არის მხოლოდ 0 და 1, მას მეტი სხვა არაფერი ესმის, ამიტომ საბოლოო ჯამში პროგრამირების ენით დაწერილი ინსტრუქციები 0-ებსა და 1-ებში გადაითარგმნება.

რა არის C#?

C# (C-sharp) არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა, რომელიც შექმნილია Microsoft-ის მიერ 2000-იან წლებში. ის განკუთვნილია აპლიკაციების განვითარებისთვის და მუშაობს .NET პლატფორმაზე. C# ენა აერთიანებს რამდენიმე პროგრამირების ენიდან საუკეთესო მახასიათებლებს, როგორიცაა C, C++ და Java.

რაში ვიყენებთ C#-ს?

C# ხშირად გამოიყენება დესკტოპ აპლიკაციების, ვებ-აპლიკაციების, თამაშების (მაგ. Unity-ის გამოყენებით) და მობილური აპლიკაციების შესაქმნელად. მისი სიძლიერე არის ის, რომ მას აქვს ძლიერი სინტაქსი, მაღალი დონის ფუნქციები და მარტივი ინტეგრაცია .NET პლატფორმასთან, რაც პროგრამირების პროცესს ეფექტურს ხდის.

სად ვწეროთ კოდი?

  1. Visual Studio 2022-ში .

  2. ონლაინ კომპილატორი გამოვიყენოთ, მაგალითად Programiz ან სხვა...

მნიშვნელობები

კომპიუტერის მეხსიერებაში ინფორმაციის შესანახ პატარა ნაწილაკებს (chunk-ებს) მნიშვნელობები ეწოდებათ. გვაქვს რამდენიმე ტიპის მნიშვნელობები, მაგალითად: string (ტექსტური), number (რიცხვითი), boolean (true ან false)

number

შეგვიძლია ჩავწეროთ ნებისმიერი სახის რიცხვი, მაგალითად: 5, -5, 4.23, 2.99e8. მათემატიკური ოპერატორების გამოყენებაც იგივე წესით ხორციელდება, როგორც მათემატიკაში.

Expression - გამოსახულება

ისეთ ჩანაწერს, რომელიც რაიმე ტიპის მნიშვნელობას აბრუნებს, expression ანუ გამოსახულება ეწოდება.

წერტილ-მძიმე (;)

C# - ში ყველა ინსტრუქციის ბოლოს ვწერთ წერტილ-მძიმეს. მის გარეშე პროგრამა ერორებს დაგვირტყამს.

Console.WriteLine() ფუნქცია

ვიყენებთ მნიშვნელობების ეკრანზე(კონსოლსა ან ტერმინალში) გამოსატანად

String

სტრინგი არის ტექსტური მონაცემის ტიპი, რომელიც მიანიჭებს სიმბოლოების ერთობლიობას (სტრიქონს) მნიშვნელობად. მაგალითად:

string myName = "Luka";

Int

int არის მთლიანი რიცხვების ტიპი (მოკლე integer-ისთვის). ის ინახავს მხოლოდ მთელ რიცხვებს, როგორც დადებითებს, ისე უარყოფითებს. მაგალითად:

int age = 18;

აქ, age ცვლადი ინახავს რიცხვს 18. int არ მიიღებს ათწილად რიცხვებს, მხოლოდ მთლიანებს.

ცვლადები

ცვლადი (variable) პროგრამირების ენაში არის მეხსიერების უჯრა, სადაც მონაცემები ინახება. ცვლადი საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელობები შევინახოთ და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ პროგრამის სხვადასხვა ადგილას. სახელი – ცვლადს აქვს უნიკალური სახელი, რომლის მეშვეობითაც მივმართავთ მას პროგრამაში. ტიპი – თითოეული ცვლადი ინახავს კონკრეტული ტიპის მონაცემს (მაგ., ტექსტს, რიცხვს, სიმბოლოს და ა.შ.). ცვლადის ტიპი განსაზღვრავს, რა სახის მონაცემები შეიძლება შევინახოთ მასში. მნიშვნელობა – ეს არის ის მონაცემი, რომელსაც ცვლადი ინახავს. მაგალითად :

int age = 18;
string name = "Luka";

ცვლადის მნიშვნელობის შესაცვლელად ანუ სხვა მნიშვნელობის მისთვის მისანიჭებლად ვიყენებთ ისევ მინიჭების ოპერატორს (=):

age = 5;

Length

გამოიყენება სტრინგის სიგრძის(სტრინგში სიმბოლოების რაოდენობის) საპოვნელად

ToLower()

სტრინგი გადაჰყავს დაბალ ასოებში

ToUpper()

სტრინგი გადაჰყავს მაღალ ასოებში