თავი 1 | შესავალი Python

ლექცია

სემინარი

ლექცია

სემინარი

ლექცია

სემინარი

რესურსები

რესურსები

რესურსები

1. რა არის პროგრამირება

პროგრამირება არის კომპიუტერული კოდის მეშვეობით მომხმარებლის პრობლემის მოგვარების გზა.

2. ვინ არის პროგრამისტი

პროგრამისტი არის ადამიანი რომელიც წერს კომპიუტერულ კოდს სხვადასხვა პრობლემის თუ დავალების შესასრულებლად

3. რა არის პროგრამირების ენა

პროგრამირების ენა არის შუალედური ადამიანსა და კომპიუტერს შორის სასაუბრო ენა რომელიც იცის ადამიანმა და შესაძლებელია მისი გადათარგმნა კომპიუტერისთვის 0-ების და 1-ების ენაზე. პროგრამირების ენაში განსაზღვრულია გარკვეული წესები და აქვს შესაბამისი სინტაქსი

4. რა არის მაღალი და დაბალი დონი პროგრამირების ენა

მაღალი დონის პროგრამირების ენა არის ისეთი ენა რომელიც უფრო ახლოს არის ადამიანთან და კოდის წერა არის შედარებით მარტივი, მაგრამ რთულია მისი გადათარგმნის პროცესი მანქანურ ენაზე, ხოლო დაბალი დონის ენა უფრო ახლოს დგას მანქანურ ენასთან და მისი წერა გაცილებით უფრო რთულია. მაღალი დონის ენებს მიეკუთვნება python, javascript, php,C# და ა.შ, ხოლოდ დაბალი დონის ენას მიეკუთვნება Assembly.

5. რას ნიშნავს ინტერპრეტირებადი და კომილირებადი პროგრამირების ენები

მარტივად რომ ვთქვათ ინტერპრეტირებადია ენა როდესაც თითო კოდის ხაზის წაკითხვა და აღსრულება ხდება, ხოლო კომპილირებადია როდესაც მთლიანი კოდი წაიკითხება, გადაითარგმნება მანქანურ ენაზე, შეინახება ცალკე ფაილში, მოხდება მისი ოპტიმიზაცია და შემდეგ ამ ფაილიდან გაეშვება და მოხდება ერთიანი აღსრულება. პითონი ინტერპრეტირებად პროგრამირების ენას მიეკუთვნება.

6. რა არის Python?

Python არის მაღალი დონის პროგრამირების ენა რომელიც შექმნა Guido Van Rossum-მა და პირველი ვერსია გამოვიდა 1991 წელს. იგი გამოიყენება მრავალი მიმართულებით და უფრო ორიენტირებულია მონაცემების დამუშავებაზე, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კი საუკეთესო არჩევანია

7. რომელი კომპანიები იყენებენ Python-ს?

დღესდღეობით უამრავი დიდი თუ მცირე კომპანია იყენებს python-ს მაგრამ მათგან ყველასათვის ცნობილია Google, Facebook, Microsoft, Apple, Amazon და ა.შ.

8. რა დადებითი მხარეები აქვს python-ის პროგრამირების ენას?

  • კოდის წერა და პროგრამირების შესწავლა ძალიან მარტივია

  • აქვს ბიბლიოთეკების უზარმაზარი არჩევანი. (ბიბლიოთეკა არის სხვა ადამიანების მიერ დაწერილი უკვე გამზადებული ფუნქციონალი რომლის გამოყენებაც შეგვიძლია, რაც გვიზოგავს დროს და ასევე ჩვენი კოდი უფრო კომპაქტური ხდება)

  • აქვს უზარმაზარი ეკოსისტემა და საზოგადოება რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ახალ შესაძლებლობას.

  • python-ის კოდში ძალიან მარტივად ხდება სხვა ენაზე დაწერილი ფუნქციონალის ინტეგრაცია

9. რა უარყოფითი მხარეები აქვს python-ს?

  • იექდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრ რამეს თვითონ აკეთებს ამიტომ ზოგიერთ პროგრამირებასთან შედარების სისწრაფე ოდნავ ნაკლებია, თუმცა არსებობს ოპტიმიზაციის გზები სხვადასხვა პრობლემის მოგვარებისას.

  • ისევ და ისევ პითონის სიმარტივიდან გამომდინარე შედარებით მეტი ოპერატიული მეხსიერება ჭირდება

  • სმარტფონებში პითონზე დაწერილი პროგრამების ინტეგრაცია ძალაინ მცირეა

  • ასევე უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ვერსიების კომფლიქტი, შესაძლებელია პითონის ძველ ვერსიაზე დაწერილი პროგრამა ახალ ვერსიაზე არ გაეშვას ან პირიქით

10. რა არის ცვლადი?

ცვლადი არის ერთგვარი საცავი ან სათავსო რომელშის შეგვიძლია შევინახოთ ნებისმიერი ტიპის მნიშვნელობა. ცვლადის შესაქმნელად ჯერ ვწერთ ცვლადის სახელს, მერე მინიჭების ოპერატორს(=) და ბოლოს ის მნიშვნელობა, რომელიც გვინდა რომ ცვლადში შევინახოთ. მაგალითად:

name = "Giorgi"

ან

my_age = 30


ასევე შესაძლებელია რამოდენიმე ცვლადის გამოცხადება ერთ ხაზზე ოღონდ იმ პირობით რომ მინიჭების ოპერატორის მარცხენა და მარჯვენა მხარეს უნდა იყოს თანაბარი რაოდენობის ელემენტები, მაგალითად:

first_name, last_name, age = "Giorgi", "Tsereteli", 36

11. რა უნდა გავითვალისწინოთ ცვლადების შექმნის დროს. ეს ეხება ზოგადად პროგრამირებას და არა კონკრეტულად python-s.

  • ცვლადის სახელი უნდა შეესაბამებოდეს მასში შენახულ ინფორმაციას, რადგან ასე უფრო კითხვადია და გასაგები სხვა პროგრამისტებისთვის რომლებიც თქვენს კოდს წაიკითხავს.

  • ცვლადის სახელი არ უნდა იწყებოდეს რიცხვით

  • არ შეიძლება სიცარიელის (space) გამოყენება

  • ცვლადის სახელად არ გამოიყენოთ სინტაქსისთვის დარეზერვებული სიტყვები, ეს ისეთი სიტყვებია რომელიც გამოიყენება და ჩაშენებულია პროგრამირების ენის სინტაქსში

  • თუ ცვლადის სახელი შედგება ორია ან მეტი სიტყვისგან გამოიყენეთ camelCase ან snake_case

საბაზისო მონაცემთა ტიპები:

სტრინგი str

  • იგივე ტექსტური ინფორმაცია რომელიც პროგრამის მიერ აღიქმება როგორც ტექსი მიუხედავად იმისა წერია თუ არა მასში ციფრები და რიცხვები. მაგალითად:

"Hello"

ან

"12"

მთელი რიცხვები int

  • მოიცავს დადებით და უარყოფით მთელ რიცხვებს. მაგალითად:

10

ან

-20

ათწილადი რიცხვები float

  • მოიცავს დადებით და უარყოფით ათწილად რიცხვებს. მაგალითად:

10.5

ან

11.0

ლოგიკური ტიპის მონაცემები bool

  • ამ ტიპის მონაცემს აქვს მხოლოდ ორი მნიშვნელობა True ან False

ოპერატორები

მათემატიკური ოპერატორები

  • შეკრება +

  • გამოკლება -

  • გამრავლება *

  • გაყოფა /

  • გაყოფა რომელიც ნაშთს გვაძლევს %

  • გაყოფის შედეგს გვაძლევს ნაშთის გარეშე //

მინიჭების ოპერატორი

=

შედარების ოპერატორი

> , <, >=, <=, ==

ლოგიკური ოპერატორი

is, not, in

Bitwise ოპერატორი

&, ^, ~, <<, >>

რა არის კომენტარი

კოდში კომენტარი არის ტექსტი რომელიც განკუთვნილია მხოლოდ პროგრამისტისთვის და კოდის გაშვების დროს არ ახდენს არანაირ გავლენას კოდის მუშაობაზე. იმისათვის რომ ტექსტი აღქმული იყოს როგორც კომენტარი წინ უნდა დავუწეროთ #

შემავალი და გამომავალი ფინქციები

input()

ეს არის ჩაშენებული ფუნქცია რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას შემოიტანოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ოღონდ ეს ინფორმაცია ყოველთვის აღიქმება როგორც სტრინგი

print()

ეს არის ჩაშენებული ფუნქცია რომელსაც გამოაქვს ის ინფორმაცია რომლის ნახვაც გვსურს ტერმინალში

რა არის კონკატენაცია?

კონკატენაცია არის იგივე შეწებება ის + ნიშნით გამოისახება, მაგალითად:

print("Hello" + "world")

მივიღებთ ასეთ შედეგს

print("Hello" + "world")

რა არის ინდექსი? ამ შემთხვევაში სტრინგისთვის.

ინდექსი არის ერთგვარი მდებარეობის ნომერი თუ რომელ ნომერზე დდგას სტრინგში ესა თუ ის სიმბოლო. ინდექსების ათვლა იწყება 0-დან. მაგალითად ავიღოთ სტრინგი "hello", მასში სიმბოლო "l" დგას მე-2 და მე-3 ინდექსზე რადგან ათვლა 0დან იწყება

რა არის f სტრინგი?

f სტრინგი ეს არის ერთგვარი ფორმატირების მეთოდი სადაც ერთ წინადადებაში შეგვიძლია მოვათავსოთ სხვადასხვა ტიპის მონაცემები, მაგალითად სტრინგი და მთელი რიცხვი.

რა არის strip()

სტრინგის თავში და ბოლოში არასაჭირო სფეისების არსებობის შემთხვევაში აშორებს, და ტოვებს სუფთა სტრინგს, მაგრამ თუ ზედმეტი სფეისებია სიტყვებს შორის მაშინ ამ სფეისებს არ ეხება

რა არის len()

გვაძლევს სტრინგში არესებული სიმბოლოების რაოდენობას