გამარჯობა, მეგობრებო
მე ნოდარი ვარ. AlgoUni-ის მენტორი პითონის მიმართულებით.
ძალიან დიდი დრო დამეხარჯა იმაში რომ გამერკვია საბოლოოდ რისი კეთება მომწონდა. ბევრი სფერო მოვიარე, დაწყებული სამედიცინო მიმართულებიდან,დამთავრებული ფინანსური მენეჯმენტით. ამ ყველაფრის მერე დავდექი ფაქტის წინაშე, რომ პროგრამირება ყოფილა ის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი.დიდი ხანია ვმეგობრობ რიცხვებთან, ვერთობი ლოგიკური ამოცანებით და ალბათ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი.დავაგროვე ძალიან დიდი გამოცდილება სხვადასხვა ტიპის დამკვეთებთან ურთიერთობაში, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში. ამ ეტაპისთვის ვარ (და აქ ტრენდულ სიტყვას ვიტყვი) წარმატებული ფრილანსერი. რას ნიშნავს? ამ ყველაფერს დეტალურად აგიხსნით და გასწავლით,როცა შემოუერთდებით ჩვენს დიდ გუნდს.
რატომ ავირჩიე პითონის სწავლა?
იმიტომ....
თუ სერიოზულად გაინტერესებთ გეტყვით, რომ დღევანდელ მსოფლიო ტენდენციას თუ შევხედავთ ყველაფერი რთული მარტივდება, და ამისი ერთერთი მაგალითი და ინსტრუმენტი არის პითონი.დღეს შეიძლება საქართველოში არც თუ ისე პოპულარული პროგრამირების ენა არის, მაგრამ ხვალ და ზეგ არ ეყოლება ალტერნატივა, იმიტომ, რომძალიან მარტივია, გასაგებია ყველასათვის, არსებობს პითონის ძალიან დიდი რესურსები საქმის გასამარტივებლად, შეუძლია თითქმის ყველაფრის გაკეთება.
სამენტორო დროები
ორშაბათი: 19:00 - 23:00
სამშაბათი: 19:00 - 23:00
ოთხშაბათი: 19:00 - 23:00
ხუთშაბათი: 19:00 - 23:00
პარასკევი: 19:00 - 23:00
რას გთავაზობთ
მინდა გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში მოვაგროვე პროგრამირების მიმართულებით, გასწავლით არასტანდარტულ ხრიკებს.შეგიძლიათ მომწეროთ ნებისმიერ დროს თუ გჭირდებათ ჩემი დახმარება. ხელს შეგიწყობთ იმისათვის, რომ თქვენც დაინახოთ პროგრამირებაში წარმატება და ახალი ცხოვრების დასაწყისი.ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ 100% გაიგოთ და გესმოდეთ ის რასაც დაწერთ დავალებებში თუ კოლაბორაციულ პროექტებში. ამიტომ მე სულ თქვენს გვერდით ვარ.მთავარი მხოლოდ კოდის დაწერა არ არის, მთავარია როგორ დაწერეთ და როგორ გაიგეთ.ასევე მოგცემთ მიმართულებებს ფრილანსერობის მიმართულებით. გასწავლით არსებული პლატფორმების გამოყენებას, გასაუბრებისთვის მომზადებას და cv-ს დახვეწას.
მოკლედ გელოდებით!!!