გამარჯობა, მეგობრებო
მე ვარ ლაშა მეგრელიშვილი, გატაცებული პითონით და ენთუზიაზმით სავსე Back-End დეველოპერი. ერთი სული მაქვს გაგიზიარო ის რაც ვიცი და ყოველდიურად დაგეხმარო პითონის სწავლაში.
სამენტორო დროები
ორშაბათი: 18:00 - 22:00
სამშაბათი: 18:00 - 22:00
ოთხშაბათი: 18:00 - 22:00
ხუთშაბათი: 18:00 - 22:00
პარასკევი: 13:00 - 17:00
მე და პითონი
პირველად პითონთან შეხება მომიწია უნივერსიტეტში ფიზიკისთვის სამეცნიერო გამოთვლების კუთხით, ძალიან მომეწონა და დამოუკიდებლად დავიწყე შესწავლა. ყოველ ჯერზე, როცა წვალების შემდეგ თუნდაც რაიმე მარტივ სავარჯიშოს ვაკეთებდი პატარა ბავშვივით მიხაროდა და მეამაყებოდა. 2023 წლის აპრილში ავიღე ბითქემფის პითონის კურსი რომლის დამთავრებისთანავე ბითქემფშივე გავაგრძელე მუშაობა პითონის მენტორად ამ(2024) წლის აპრილამდე და აპრილშივე გადმოვედი აქ AlgoUni-ში ისევ Python-ის მენტორად. და ახლა ვარ დამწყები პროგრამისტი.
რატომ პროგრამირება?
ახლა, ჩვენს ეპოქაში, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ტექნოლოგიური რევოლუცია, ვგულისხმობ ხელოვნურ ინტელექტს და ბლოკჩეინს. სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო მანამდე. პითონი არის პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება როგორც ხელოვნური ინტელექტის, კრიპტოვალუტის, მონაცემთა მეცნიერების, დიდი საიტების ბექენდის და ასევე სამეცნიერო გამოთვლების მიმართულებით. მომავლის ადამიანი პროგრამირების უნარების გარეშე ჩემთვის იგივეა, რაც წარსულის ადამიანი ცეცხლის, ბორბლის და დამწერლობის გარეშე. გახდი პროგრამისტი ან შეაწყვილე პროგრამირება ნებისმიერ სხვა პროფესიასთან და გექნება სუპერძალა!
რა შეგიძლია მიიღო ჩემგან
მე ვფიქრობ, რომ სწავლის დასაწყისში პროფესიონალიზმთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს მენტორს და სტუდენტს შორის ურთიერთობის ადამიანურ ასპექტსაც. მე თავად შემიძლია ვიყო შენთვის დამატებითი მოტივაცია!
გასწავლი ამოცანის სწორად გააზრებას, ძირითადის და მეორეხარისხოვნის ერთმანეთისგან გარჩევას.
ყოველ ჯერზე, თავაზიანად, მანამ არ მოგეშვები, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ძირფესვიანად გაიგე.
მე დაგეხმარები იმის მიღწევაში, რაც ამ ეტაპზე დამოუკიდებლად გიჭირს, მინიშნებებს მოგცემ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით რაშიც თვითონაც ადვილად გაერკვევი და ასე თავდაჯერებულობა მოგემატება.
ჩემთან ერთად არასდროს გექნება შეგრძნება რომ მარტო ხარ და ამასთანავე დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად მიგაჩვევ დამოუკიდებლად მუშაობას.
მე მოგერგები, მაგრამ არ გაგაზარმაცებ, გაჩვენებ იმ სიხარულს, რასაც მე განვიცდი თუნდაც რაიმე მარტივი პრობლემის გადაჭრისას.