სილაბუსი
კურსის შესახებ
რას ველოდო? 🤔
AI ინჟინერიის კურსი – პროფესია მომავლიდან
AI ინჟინერიის კურსი აგებულია Python პროგრამირების ენაზე და განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კარიერის დაწყება სრულიად ნულიდან.
კურსი შედგება რამდენიმე ფუნდამენტური და პრაქტიკული ეტაპისგან, რომლებიც პროგრამირების საწყისი საფუძვლებიდან გიყვანთ რეალურ Back-End და AI სისტემებზე მუშაობამდე.
🔹 რას ისწავლი ამ კურსზე?
1. პროგრამირების საფუძვლები (Python)
კურსი იწყება პროგრამირების ძირითადი ცნებების სწავლით, რათა სტუდენტმა განივითაროს ფუნდამენტური ლოგიკური და ტექნიკური უნარები.
2. ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები
მოიცავს სტრუქტურირებული მონაცემების მართვას, ალგორითმების ანალიზსა და მათ საფუძვლად არსებული მათემატიკის შესწავლას.
3. მონაცემებთან მუშაობა
გაეცნობი მონაცემთა ანალიზის პოპულარულ ბიბლიოთეკებს და სწავლობ რეალურ მონაცემებზე ოპერირებას, რაც აუცილებელია როგორც მონაცემთა მეცნიერებაში, ისე AI სისტემების შექმნისას.
4. ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
ისწავლი იმ ალგორითმებს, მათემატიკურ მოდელებსა და ლოგიკას, რაც საფუძვლად უდევს თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტს.
5. Back-End დეველოპმენტი და AI ინტეგრაცია
გაივლი Back-End ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საფუძვლებს. ისწავლი როგორ აერთიანებენ თანამედროვე სისტემები ხელოვნურ ინტელექტს API-ებისა და მოდულების მეშვეობით.
6. DevOps და აპლიკაციების წარმოება
გაეცნობი DevOps პროცესებს და იკვლევ, როგორ ხდება Backend + AI აპლიკაციების უწყვეტი ინტეგრაცია, ტესტირება და გამოშვება.
7. მონაცემების მოპოვება და ავტომატიზაცია
სწავლობ მონაცემების ავტომატურად მოპოვების ტექნიკებს, მათ შორის AI-ს გამოყენებით ინფორმაციის გენერაციას და გაფართოებას.
🎓 რას მიიღებ კურსის დასრულების შემდეგ?
მიიღებ ჰარვარდის ორი ოფიციალურ სერტიფიკატს:
1️⃣ CS50 Python-ისთვის
2️⃣ CS50's Introduction to Artificial Intelligence with Pythonშეძლებ შექმნა AI-ზე დაფუძნებული რეალური პროექტები და დაეუფლო მრავალმხრივ უნარებს, რაც დაგეხმარება სტაჟირების ან პირველ სამსახურში მიღებისას.
გამოიმუშავებ დამოუკიდებლად სწავლისა და პრობლემების გადაჭრის უნარს, რაც ნებისმიერი ტექნიკური სპეციალისტისთვის არის უმნიშვნელოვანესი.
შეიძენ ცოდნას Backend დეველოპმენტში, მონაცემთა ბაზებში, DevOps-ში და კომპიუტერულ არქიტექტურაში — რაც საშუალებას გაძლევს იყო არა მხოლოდ AI ინჟინერი, არამედ უნივერსალური დეველოპერი.
💼 ვისთვის არის ეს კურსი?
მათთვის, ვინც იწყებს პროგრამირებას ნულიდან
დამწყებთათვის, ვისაც მიზნად აქვს FullStack ცოდნის ფლობა AI ინტეგრაციით
ყველა იმ სტუდენტისთვის, ვინც ეძებს უნივერსალურ პრაქტიკულ ცოდნას რეალური სამუშაოებისთვის მზადყოფნის მიზნით