სილაბუსი
კურსის შესახებ
რას ველოდო? 🤔
XXI საუკუნის დადგომასთან ერთად ადამინის “მატერიალური” ცხოვრება ვირტუალურ სამყაროშიც გადავიდა. შეიქმნა ახალი ტექნოლოგიები, გაციფრულდა ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილები და დღითი-დღე ხდება რეალობის ინტეგრაცია “მანქანებში”. ეს ყოველივე კი ბოროტმოქმედებისთვის ზრდის თავდასხმის არეალს. ციფრულ სამყაროში იყო დაცული, გამოწვევაა, რომლის დაძლევასაც პერმანენტული სწავლა, კვლევა და მუშაობა სჭირდება.
ეს კურსი არის სასწავლო ოდისეა, რომელში მოგზაურობითაც, სტუდენტები პირველ ნაბიჯებს დგამენ „ჰაკინგის“ უკიდეგანო სამყაროში. კურსის მიმდინარეობისას ისინი გაეცნობიან განსხვავებული სახის მეთოდოლოგიებს, მიდგომებს და ისწავლიან, როგორ იაზროვნონ „ჰაკერის“ მსგავსად. ყოველი ახალი ლექცია დაეხმარება მათ, აღმოაჩინონ თავდასხმის განსხვავებული სახეები. ისწავლიან, სისუსტეების იდენტიფიცირების და მათი ექსპლუატაციის გზებს. “მანქანების გატეხვასთან“ ერთად მსმენელები გაეცნობიან თავდაცვის განსხვავებულ გზებს. ამასთან, ვისაუბრებთ ისტორიაში ცნობილ შეტევებსა და ვირუსებზე.
კურსის ბოლოს მსმენელები დამოუკიდებლად შეძლებენ იმუშაონ მარტივი და საშუალო დონის გასატეხ “ლაბებთან”. ეცოდინებათ დამოუკიდებლად, როგორ გააგრძელონ სწავლა თავისთვის საინტერესო მიმართულებით, როგორ მოიპოვონ მასალები და დაეუფლებიან „self-study“-ის ხელოვნებას, როგორც თვით განვითარების ფუნდამენტს.