სილაბუსი
კურსის შესახებ
რას ველოდო? 🤔
Power BI კურსი შედგება 16 ლექცია/სემინარისგან (თითო 1.5 სთ), რომლის განმავლობაში მონაწილეები ეტაპობრივად დაეუფლებიან ყველა იმ პრაქტიკულ უნარს, რომელიც საჭიროა თანამედროვე მონაცემთა ანალიტიკისა და ბიზნეს რეპორტინგის სფეროში წარმატებისთვის.
კურსის ფარგლებში მონაწილეები:
📊 ნულიდან შეისწავლიან სრულფასოვანი Power BI რეპორტების შექმნას
⚙️ დაეუფლებიან მონაცემთა გაწმენდასა და პროცესების ავტომატიზაციას
🔄 შეძლებენ არსებული რეპორტების ანალიზს, ოპტიმიზაციასა და გაუმჯობესებას
🎨 გაეცნობიან მონაცემებზე დაფუძნებული დიზაინისა და UX პრინციპებს
📈 შეისწავლიან ბიზნეს პრეზენტაციების მომზადებას მონაცემების გამოყენებით
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, რომელთაც სურთ ახალი პროფესიით კარიერის დაწყება, ასევე მოქმედი პროფესიონალებისთვის (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი და სხვა), რომლებიც ისწრაფვიან ანალიტიკური უნარების გაღრმავებისა და თანამედროვე ავტომატიზაციის ინსტრუმენტების დაუფლებისკენ. პროგრამა ასევე ეფექტურია კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ თანამშრომელთა ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
✅ დამოუკიდებლად მართონ რეპორტინგის პროცესები კომპანიაში
✅ შექმნან ავტომატიზებული და ეფექტური გადაწყვეტილებები
✅ გახდნენ მოთხოვნადი ანალიტიკოსები როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე